Wednesday, September 10, 2014

ტრენინგის მეცხრე დღეს მსმენელებმა წარმოვადგინეთ პროექტების პრეზენტაციები.საინტერესო იყო მაია ბარბაქაძის პროექტი,,ელექტროენერგიის მიღება და ელექტროსადგურები" სადაც ფუნდამენტურად იყო განხილული პრობლემა და მისი გადაწყვეტის გზები.
მაია ღარიშვილი-როგორ გავაცნოთ გერმანელ ტურისტებს საქართველოს სამკურნალო მცენარეები-პროექტის განხორციელებით მოსახლეობას ეხმარება უკეთ გაეცნონ და სხვებსაც გააცნონ საქართველოს ფლორა და ფაუნა.
ლოლა გელაშვილი-წარმოადგინა პროექტი,,საქართველოს კუთხეები",სადაც კარგად იყო ნაჩვენები ქართული ტრადიციები და ქართული სამოსი.
ეკა ფანჯაკიძე,,გრიგოლ ხანძთელი და უბისის მონასტერი"ბავშვებსშეასწავლის გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობას,უბისის მონასტერის ისტორიას.
ხათუნა ცხელიშვილი-კომფლიქტები და მათი მოგვარების მშვიდობიანი გზა პროექტით გააშუქა ზოგადსაკაცობრიო პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები.
სოფიკო წიქარიშვილი ,,მცენარეთა გამრავლება" პროექტით მოსწავლეებს შეასწავლისმცენარეების მნიშვნელობაზე სიცოცხლისათვის.
ქეთევან გოგოლაძე,,დიალექტები იმერულ მეტყველებაში"სადაც მოსწავლეები ცდილობენ დაიცვან ქართული ენის სიწმინდე.
ირმა მუმლაძე,,ხევისბერი თუ კანონი" პროექტით მოსწავლეები  აკავშირებენ ძველი ხევის კანონებს თანამედროვე კანონებთან და მსჯელობენ განსხვავებზე.
ნატო ბლიაძე-,,ადამიანის უფლებები"მოსწავლეები გაერკვევიან ადამიანის უფლებებში და დაიცავენ სხვის უფლებებს.
ნანი გაბუნია ,,სხეულის მოცულობის გამოთვლა"პროექტით მოსწავლეები ყოფა-ცხოვრებაში პოულობენ შეშის წყლის დასხვა მოცულობებს.
თეა ბლიაძე-,,დასავლეთ საქართველოს არქიტექტურული ძეგლები"პროექტით მოსწავლეები გაეცვნენ სხვადასხვა არქიტექტურულ ძეგლებს და მნიშვნელობას.
გვანცა ხადილაშვილი-,,ინგლისური ენის როლი თანამედროვე საზოგადოებაში"
სოფლის სკოლებში განსაკუთრებით საყურადღებოა ინგლისური ენის ცოდნა,რათა მოსწავლეებმა ცხოვრებაში დაძლიონ ენის ბარიერი.
ტრენინგმა დიდი ცოდნა შეგვძინა,რასაც გამოვიყენებთ მოსწავლეების უკეთ სწავლებისათვის.

Tuesday, September 9, 2014

მე-8 -ე დღე.შევისწავლეთ პროექტის ჩეკლისტის გამოყენება,ჩავასწორეთ პროექტის გეგმა.გადავამოწმეთ ელექტრონული პორტფოლიო,შევაჯამეთ ნასწავლი მასალა.

Monday, September 8, 2014

მეშვიდე დღე.წარმოვადგინეთ პროექტის პროცედურები.შევქმენით პორტფოლიო,ბლოგზე დავდეთ და გამოვაქვეყნეთ.გავეცანით გარნერის მრავალმხრივ განვითარების თეორიას.შევადგინეთ თვითშეფასების რეფლექსია სხვადასხვა ტიპის მოსწავლეებისათვის.

Wednesday, September 3, 2014

ტრენინგის მე-6 დღე

ვისწავლე მონაწილეთა ბლოგებზე კომენტარის გაკეთება,მოსწავლეთაპროექტების შეფასება,პეიჯების -გვერდების შექმნა,გავაკეთეთ პრეზენტაციისათვის შეფასების რუბრიკა,გავეცანით განმავითარებელ თვითშეფასებას

მოსწავლის ნიმუში

Tuesday, September 2, 2014

საავტორო უფლებების შესახებ შევქმენით პრეზენტაცია.  ბიბლიოგრაფია, მოსწავლის ნიმუშისათვის შევქმენით სლაიდ შოუ, მოვიძიეთ აუდიო-ვიდეო მასალა და ლიტერატურა. ვიმუშავეთ პროექტის პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე. გავიზიარეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და გავაკეთეთ კომენტარები. ნამუშევარი მასალა შევიტანეთ დრაივზე.

Monday, September 1, 2014

ტრენინგის მეოთხე დღეს  განვიხილეთ მე-3 აქტივობა მე-2 მოდულიდან.გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია.